ტრადიციული მუსიკა - ქართული ხალხური, საეკლესიო და საავტორო მუსიკა
ტრადიციული მუსიკა - ქართული ხალხური, საეკლესიო და საავტორო მუსიკა
  • წმიდა ფილიმონის კონდაკი; ასრულებს ანსამბლი „იალონი“ (ხელმძღვანელი ნინო ნანეიშვილი); თბილისი; 2021წ.
  • იეთიმ გურჯის სადღეგრძელო (ავტორი სანდრო მირიანაშვილი, ფორტეპიანოს თანხლებით); ასრულებს – ჰამლეტ გონაშვილი; თბილისი.
  • მირანგულა (სვანური ეპიკური, მოსაგონარი. ჭუნირის თანხლებით); ასრულებს სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “რუსთავი” (ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი); თბილისი;
  • კახური შაირები (სახუმარო); ასრულებს სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “რუსთავი” (ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი); სოლისტი – ტარიელ ონაშვილი; თბილისი.
  • ორირა (გურული საქორწილო, მაყრული); ასრულებს ანსამბლი “შავნაბადა” (ხელმძღვანელი დავით ცინცაძე); I გუნდი: გაგა აბაშიძე (დამწყები) და დავით ცინცაძე (კრიმანჭული); II გუნდი: ლაშა ბედენაშვილი (კრიმანჭული) და კონსტანტინე ამაშუკელი; თბილისი; საკონცერტო ჩანაწერი.
  • თეშ იღბალი (სატრფიალო, ჩონგურის თანხლებით); ასრულებს სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი” (ხელმძღვანელი გიორგი დონაძე); ტრიო: თინათინ ჟვანია, პაატა ცეცხლაძე და დავით ცხვედიანი; ჩონგურზე უკრავს გიორგი დონაძე; თბილისი; 2000-იანი წწ.
  • სულის ყვავილო (ქალაქური, გიტარის თანხლებით); ასრულებს ანსამბლი „სათანაო“; თბილისი.
    ფოტოზე – მომღერალი, ლოტბარი, ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. პირველი ქართველი პროფესიონალი მომღერალი (ბანი), ქართული სახალხო გუნდების ორგანიზატორი და ლოტბარი, ფილიმონ ქორიძე. საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა, 2011 წლის 20 დეკემბერს შერაცხა წმინდანთა დასში, წოდებით: წმიდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: