თხილი და აზიური ფაროსანა!
ბოლო სამი წლის მონაცემებით, დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავლის შემცირების უმთავრესი მიზეზი არის გულის სიდამპლე, რაც განპირობებულია სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებებით, ასევე ინვაზიური მავნებლის – აზიური ფაროსანას მოქმედებით. ფერმერთა ძალისხმევა უნდა წარიმართოს სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით.რას ითვალისწინებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ახალი სახელმწიფო პროგრამა?
სტუმრები: თენგიზ კალანდაძე – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსი, ზურაბ ხიდეშელი – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დეპარტამენტის უფროსი.