THE GEORGIAN SIX

The georgian six-მა მონაწილეობა მიიღო რუმინეთში გამართულ საერთაშორისო ჯაზ ფესტივალში 2016 წელს, სადაც გაიმარჯვა ნომინაციაში “საუკეთესო ვოკალი” და დაიკავა მეორე საპრიზო ადგილი. აგრეთვე ავსტრიაში, ქალაქ გრაცში, საერთაშორისო ფესტივალზე Vokal Total.2016 სადაც წარადგინა და პოპულარიზაცია გაუწია ქართულ მუსიკას. ფესტივალზე ჯგუფმა საპრიზო ადგილი დაიკავა და გაიმარჯვა ნომინაციაში, დარბაზის რჩეული.

ჯგუფს გამართული აქვს რამოდენიმე სოლო კონცერტი როგორც საქართველოში ისე მის ფარგლებს გარეთ.

სტუმრები: ქეთევან ქართველიშვილი, ირაკლი ტყვაცირია, თორნიკე მერაბიშვილი, ლაშა მიროტაძე და ვანო დვალიშვილი – THE GEORGIAN SIX-ის წევრები.