საქართველოში ამერიკის საელჩოსა და თბილისის ამერიკული კუთხის ორგანიზებით, აფრო-ამერიკელთა ისტორიის თვის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით დოკუმენტური ფილმების ჩვენება მიმდინარეობს, რომლებშიც თემასთან დაკავშირებული საჭირბოროტო საკითხებია აქცენტირებული.
გადაცემის სტუმრები: ნათელა ურუშაძე – თბილისის ამერიკული კუთხის კოორდინატორი; სალომე მამულაძე, მაია არზიანი, ნია ხარებაშვილი – ამერიკული კუთხის წევრები.
გადაცემის წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.
გადაცემის პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.