სვიმონ დადიანის დაბრუნება სამშობლოში
სვიმონ დადიანის დაბრუნება სამშობლოში

გადაცემაში რადიომსმენელი გაიცნობს უცხოეთში აღიარებულ ქართველ მხატვარს, რომლის ნამუშევრების პირველი გამოფენა ახლახანს, 7 ნოემბერს გაიხსნა თბილისში; ამაზე კი იგი, გამოჩენილი პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის კოკი დადიანის უმცროსი ვაჟი, სვიმონ დადიანი მთელი ცხოვრება ოცნებობდა; 5 წლის იყო, 1921 წელს, როდესაც ოჯახი იძულებული გახდა უცხოეთში წასულიყო; 57 წლისა აშშ-ში გარდაიცვალა.

სვიმონ დადიანის ცხოვრების გზაზე გადაცემაში საუბრებენ: ჟურნალისტი ნინო ხოფერია, სვიმონ დადიანის დის შვილიშვილი მია ღვინიაშვილი, პროფესორი გია ჯავრიშვილი.

წამყვანი: ია მახარაძე.
ავტორი: ნანა ლომიძე.