სოციალური ღია სტუდია - ზამთრის საბურავები სავალდებულო ხდება I 27.11.2024
„ზამთრის საბურავები პირველი დეკემბრიდან სავალდებულო ხდება, თუმცა ქვეყნის ყველა რეგიონში არ იქნება დასჯადი ზამთრის საბურავების არქონა“, – აღნიშნა ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ დირექტორმა ირაკლი იზორიამ.
მთიან რეგიონებში, ზამთრის საბურავების გარეშე გადაადგილების შემთხვევაში, საპატრულო პოლიციას უფლება ექნება, მძღოლი 100 ლარით დააჯარიმოს. თოვლიან გზას თუ ასეთი საბურავების არმქონე მანქანა ჩახერგავს, პოლიციას შეეძლება, საჯარიმო მოედანზეც გადაიყვანოს სატრანსპორტო საშუალება.
სტუმრები: გიორგი შიოლაშვილი – ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის „ტექინსპექტირება უსაფრთხოებისათვის“ აღმასრულებელი დირექტორი; ირაკლი იზორია – ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ დირექტორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: