სოციალური ღია სტუდია - უნდა აიკრძალოს თუ არა ელექტრონული სიგარეტი? I 28.01.2026
ელექტრონული სიგარეტი ისევე კლავს, როგორც ჩვეულებრივი თამბაქო, – ამის შესახებ გადაცემის სტუმარმა, თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა, გიორგი ბახტურიძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მსოფლიოს 34 ქვეყანაში ელექტრონული სიგარეტის გამოყენება კანონით აკრძალულია, ჩვენს ქვეყანაში კი, მოხმარება კატასტროფულად გაიზარდა, განსაკუთრებით მოზარდებში.
ამ ეტაპზე, სტუმრის აზრით, აუცილებელია ხელისუფლების აქტიური ჩართვა არსებული ვითარების დარეგულირებისთვის.
სტუმარი: გიორგი ბახტურიძე – თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
