სოციალური ღია სტუდია - ტექინსპექტირების საფასური შესაძლოა გაძვირდეს I 29.01.2025
სოციალური ღია სტუდია - ტექინსპექტირების საფასური შესაძლოა გაძვირდეს I 29.01.2025

„ტექინსპექტირების ცენტრების გაერთიანებას ტექინსპექტირების საფასურის გაზრდის თაობაზე წინადადება უკვე შეტანილი აქვს სათანადო ორგანოებში“, – განაცხადა გადაცემის სტუმარმა გიორგი შიოლაშვილმა. ეს საკითხი ახლა უფრო აქტუალური გახდა, რაც სამი იანვრიდან დაიწყო ტექინსპექტირების ცენტრების საქმიანობის მონიტორინგი და გამკაცრდა მოთხოვნები.

ტექინსპექტირების ცენტრებს უჭირთ კვალიფიციური კადრების შენარჩუნება იმის გამო, რომ ვერ ახერხებენ მათთვის სათანადო ხელფასების დანიშვნას. გადაცემის სტუმრის, ირაკლი იზორიას აზრით, ახლა მონიტორინგის პროცესში შესაძლოა ხაჯები გაეზარდოთ და მოუწიოთ ჯარიმების გადახდა. ასე, რომ როგორც ჩანს, ტექინსპექტირების საფასურის გაზრდა დღის წესრიგში დადგება.

სტუმრები: ირაკლი იზორია – ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის „ტექინსპექტირება უსაფრთხოებისათვის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შიოლაშვილი ა/ო „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისათვის“ დირექტორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: