სოციალური ღია სტუდია – თამაშდამოკიდებულება (ლუდომანია) / რა კეთდება და რა უნდა გაკეთდეს მდგომარეობის გამოსასწორებლად I 24.09.2025

17:07, 24.09.2025
-0:00

აზარტული თამაშების კვლევისა და თამაშდამოკიდებულების პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ბესელია აცხადებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, თამაშდამოკიდებულება ავადმყოფობად არის აღიარებული და საქართველოშიც უმძიმესი სურათი გვაქვს.

„საჭიროა ხელისუფლების აქტიური ჩართვა პრობლემის მოგვარებაში და ერთიანი მარეგულირებელი ორგანოს შექმნა. პარლამენტის განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების დაცვის და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტები აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით“, – აღნიშნა გუგა ბესელიამ.

სტუმარი: გუგა ბესელია – აზარტული თამაშების კვლევისა და თამაშდამოკიდებულების პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი, გაერო-ს ბავშვთა ფონდის ექსპერტი თამაშდამოკიდებულების მიმართულებით, სარეაბილიტაციო ცენტრ „დღე პირველის“ დირექტორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

მსგავსი