სოციალური ღია სტუდია - სწორი კომუნიკაცია ექიმსა და პაციენტს შორის I 06.05.2026
პაციენტთა საჩივრების თითქმის 70%, სამედიცინო შეცდომებისა და კლინიკების მიმართ, ექიმების არაკომპეტენტურობის კი არა, არასწორი კომუნიკაციის ბარალია – განაცხადეს გადაცემის სტუმრებმა.
მათ ყურადღება გაამახვილეს არსებულ პრაქტიკაზე: რატომ უჭირთ დღეს ექიმებსა და პაციენტებს ერთმანეთის გაგება და რამდენად მნიშვნელოვანია კომუნიკაციის სტანდარტების ცოდნა არა მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც.
სტუმრები: მეგი საჯაია – საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის დირექტორი, კომუნიკაციის ექსპერტი, მედიატორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი;
ნინო ლიპარტია – სამართლის დოქტორი, პროფესორი, სამედიცინო სამართლის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი, „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ თავმჯდომარე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
