სოციალური ღია სტუდია - სისხლის უანგარო დონაცია I 07.02.2024
სოციალური ღია სტუდია - სისხლის უანგარო დონაცია I 07.02.2024

„აჭარაში და ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარმა სტიქიურმა უბედურებამ კიდევ ერთხელ აქტუალური გახადა სისხლის დონაციასთან დაკავშირებული საკითხები. არავინ იცის, ვის და როდის შეიძლება დაგვჭირდეს სისხლის გადასხმა“, – განაცხადა გადაცემის სტუმარმა საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის დირექტორმა მეგი საჯაიამ.

მისი თქმით, დონაციის პროცესი 2025 წლის 1 ივლისიდან საერთაშორისო სტანდარტებზე გადადის და ამოქმედდება კანონი, რომლის მიხედვითაც სისხლის დონაცია მხოლოდ ნებაყოფლობითი იქნება და უანგარობის პრინციპს დაეფუძნება.

სტუმარი: მეგი საჯაია – საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის დირექტორი, ჯანდაცვის ომბუდსმენი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: