სოციალური ღია სტუდია - შშმ თემაზე მომუშავეთა გზამკვლევი
სოციალური ღია სტუდია - შშმ თემაზე მომუშავეთა გზამკვლევი

გადაცემის სტუმრებმა აღნიშნეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელშეწყობით და ფინანსებით მზადდება გზამკვლევი, რომელიც საქართველოში მომუშავე ყველა მედიასაშუალების წარმომადგენლისთვის იქნება ხელმისაწვდომი და ეს გზამკვლევი მათ საშუალებას მისცემს სწორად გააშუქონ შშმ ადამიანების საქმიანობა, მათი პრობლემები. ითქვა, რომ პირველ არხზე ოთხი დღის განმავლობაში ტრენინგიც ჩატარდა ჟურნალისტებისათვის და რომ გზამკვლევზე მუშაობა უახლოეს პერიოდში – ახალ წლამდე დასრულდება.

სტუმრები: მაცაცო ხაჭაპურიძე – ორგანიზაცია „ვოლფრამის სინდრომი-საქართველოს“ ხელმძღვანელი, გია ჯვარშეიშვილი – „ინკლუზიური საზოგადოება საქართველოს“ წარმომადგენელი, უფლებადამცველი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: