სოციალური ღია სტუდია - შინაური ცხოველების მიტოვება დასჯადი იქნება I 10.12.2025
შინაური ცხოველის მიტოვება კანონით დაისჯება. იანვრიდან ახალი კანონი ძალაში შედის და შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობა, გამრავლება, მათთვის ბინადრობის შეცვლა რეგულირებადი ხდება.
გადაცემის სტუმარმა, თბილისი მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს იურისტმა ნინი სანიკიძემ განაცხადა, რომ კანონით განსაზღვრულია საცხოვრებელ კორპუსში რამდენ ოჯახს შეიძლება ჰყავდეს სახლში შინაური ცხოველი, როგორ უნდა მოხდეს საჭიროების შემთხვევაში ამ ცხოველების გადაადგილება-ტრანსპორტირება. რომელ დარღვევაზე რა თანხის გადახდა მოუწევს დაჯარიმებულს.
სტუმარი: ნინი სანიკიძე – თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს იურისტი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
