სოციალური ღია სტუდია - შეიქმნა ახალი პლატფორმა - „ქართული ენა ემიგრანტებისათვის“ I 29.10.2025
განუზომლად დიდია იმ პლატფორმის მნიშვნელობა, რომლის სახელწოდებაა „ქართული ენა ემიგრანტებისთვის, – ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამების მენეჯერმა, ანი კუდუხაშვილმა განაცხადა.
„ქართველ ბავშვებს, რომლებიც საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეთა ოჯახებში იზრდებიან, მხოლოდ ქართულს კი არ ვასწავლით, საქართველოზე, ჩვენს ისტორიაზე, კულტურაზე ვესაუბრებით. ჩვენ გვყავს საზღვარგარეთ დაბადებული მოსწავლეები, რომლებიც 18 წლის არიან, არ იციან ქართული და აქვთ სწავლის სურვილი. „აი იადან“ ვასწავლით მშობლიურ ენას“, – განაცხადა ანი კუდუხაშვილმა.
სტუმარი: ანი კუდუხაშვილი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამების მენეჯერი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
