სოციალური ღია სტუდია - საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეფორმა I 05.02.2025
„ერთი კაციც და გავდივართ!“ – მალე ამას ვეღარ გაიგონებთ ავტოსადგურებში. ყველა სამგზავრო მარშრუტის გასვლის დრო იქნება დაზუსტებული და ყველასთვის ცნობილი. ისიც წინასწარ იქნება განსაზღვრული, რა დროს, სად და რამდენი ხნით იქნება შუალედური გაჩერება; ზუსტად რა დროს ჩავა სატრანსპორტო საშუალება დანიშნულების ადგილზე. ამ და კიდევ ბევრ სასიკეთო ცვლილებას ითვალისწინებს საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეფორმა, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და რომლის პირველი ეტაპი პირველ ივნისს უნდა დასრულდეს“, – განაცხადა გადაცემის სტუმარმა გიორგი ზურიკაშვილმა.
სტუმარი: გიორგი ზურიკაშვილი – სამელეთო ტრანსპორტის სააგენტოს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
