სოციალური ღია სტუდია - როგორ ხორციელდება ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა I 11.02.2026
ავარიული საცხოვრებელი სახლების ახლით ჩანაცვლება კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელიც უკვე წარმატებით ხორციელდება.
მესამე მასივში მოხდა ავარიული კორპუსის დემონტაჟი და მის ადგილზე აშენებულ კეთილმოწყობილ კორპუსში შარშან ამ დროს შესახლდნენ ავარიული სახლის მცხოვრებლები.
წელს უკვე ხუთი ახალი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს თბილისის სხვადასხვა უბანში, რომელთაგან ერთში ამ თვის ბოლოს მიიღებენ ბინებს ავარიულ კორპუსში მცხოვრები თბილისელები.
ახალი კორპუსის აშენებამდე, ავარიული კორპუსიდან გაყვანილ ოჯახებს ქირით უზრუნველყოფს ქალაქის მმართველობა.
სტუმარი: თინათინ გოგალაძე – თბილისის განვითარების ფონდის ავარიული მრავალბინიანი საცხოვებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამის სამსახურის უფროსი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
