სოციალური ღია სტუდია - როგორ ხდება თბილისის ქუჩების, სკვერებისა და ბაღების სახელდება I 08.05.2024
სოციალური ღია სტუდია - როგორ ხდება თბილისის ქუჩების, სკვერებისა და ბაღების სახელდება I 08.05.2024

თბილისის ქუჩების, სკვერების, ბაღების სახელწოდების მინიჭება ან შეცვლა მუდმივი პროცესია და ეს საქმე არა მხოლოდ ცოდნით, არამედ დიდი სიფრთხილითაა საკეთებელი, – ამის შესახებ საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ განაცხადა.

როგორც ნინო ვარდოსანიძემ აღნიშნა, საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია თანამშრომლობს მოსახლეობასთან, რომლის სურვილებსაც ითვალისწინებს, ამასთან, მუშაობს ავტორიტეტულ და კომპეტენტურ შემოქმედებით გაერთიანებებთან, მეცნიერებათა აკადემიასთან, სპორტულ ფედერაციებთან.

„სერიოზული და მნიშვნელოვანი სამუშაო გვაქვს სიმბოლიკის მიმართულებითაც. ამჟამად კონკურსია გამოცხადებული თბილისის გერბის შექმნაზე და უახლოეს დროში შემოსული ნამუშევრების განხილვა გვექნება. საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტის ცენტრს აქვს ულამაზესი გერბი, დედაქალაქს კი, ჯერ არ აქვს და გვინდა, თბილისსაც ჰქონდეს ისეთი გერბი, როგორიც მის ისტორიას, აწმყოსა და მომავალს შეეფერება“, – განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.

სტუმარი: ნინო ვარდოსანიძე – თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: