სოციალური ღია სტუდია - როგორ ხდება ხეების მოჭრა ან გადარგვა თბილისში I 02.04.2025
სოციალური ღია სტუდია - როგორ ხდება ხეების მოჭრა ან გადარგვა თბილისში I 02.04.2025

„მწვანე ნარგავების მოჭრა, ან გადარგვა თბილისში, საკუთარ ეზოში, თუ სხვა ტერიტორიაზე გამორიცხულია სათანადო ნებართვის გარეშე. უკანონოდ ნარგავების მოჭრაზე სერიოზული სანქციებია გათვალისწინებული. მოქმედებს ცხელი ხაზი და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ინფორმაცია მოგვაწოდოს, თუ მწვანე ნარგავების უკანონოდ მოჭრის მოწმე გახდება“, – განაცხადა მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ქეთევან კანდელაკიშვილმა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით სერიოზული წარმატებებია და მოქალაქეები უფრო პასუხისმგებლიანი გახდნენ, თუმცა კანონდარღვევები მაინც ხდება.

სტუმარი: ქეთევან კანდელაკიშვილი – თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: