სოციალური ღია სტუდია - რა მდგომარეობაშია საქარელოს ავტოპარკი? I 18.02.2026
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ტარიელ ირემაძე აცხადებს, რომ ექვს წელზე მეტი ხნის ავტომანქანების შემოყვანის შეზღუდვა საქართველოს ავტოპარკს ნამდვილად გააჯანსაღებს.
„მართალია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომანქანებიდან გამონაბოლქვის კონტროლს მხოლოდ საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში აწარმოებს, მაგრამ გარკვეული დასკვნების გამოტანის საშუალებას ეს საქმიანობა ნამდვილად იძლევა. 2024 წელს თუ 5562 დარღვევა გამოვლინდა, შარშანდელი მონაცემებით, 6016 ჯარიმაა გამოწერილი ავტომანქანების გაუმართაობის გამო. საქართველოს ავტოპარკს გაჯანსაღება ნამდვილად სჭირდება“, – განაცხადა გადაცემის სტუმარმა
სტუმარი: ტარიელ ირემაძე – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
