სოციალური ღია სტუდია - პროგრამები სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის I 22.05.2024
სოციალური ღია სტუდია - პროგრამები სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის I 22.05.2024

იმის მიუხედავად, რომ დედაქალაქის მერია სოციალურად დაუცველ სტუდენტებს ეხმარება, ჩვენს სფეროში არის ბევრი მიმართულება, რომლებსაც ხელშეწყობა სჭირდება, – ამის შესახებ გადაცემის სტუმარმა, ფონდ „სოლიდარობა განათლებისთვის“ ხელმძღვანელმა, მიხეილ დიაკონიძემ განაცხადა.

„ჩვენი ფონდი საქველმოქმედოა და არც ხელმძღვანელობა, არც ბორდის წევრები არანაირ ანაზღაურებას არ იღებენ ფონდიდან, დახმარებით კი, ვეხმარებით როგორც სტუდენტებს, ასევე მაგისტრანტებს, რეზიდენტებს, დოქტორანტებს და ახალგაზრდა ექიმებსაც.

გვაქვს ბევრი საჭირო და საინტერესო პროგრამა, თუნდაც ასეთი: სტუდენტების საზაფხულო დასაქმება გერმანიაში. თანამშრომლობისათვის ღია ვართ ნებისმიერი მსურველისათვის, ვინც ჩვენს არც თუ რთულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს“, – აღნიშნა დიაკონიძემ.

სტუმარი: მიხეილ დიაკონიძე – ფონდ „სოლიდარობა განათლებისთვის“ ხელმძღვანელი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: