სოციალური ღია სტუდია - მართვის მოწმობის გაცემა გამარტივებული წესით აღარ მოხდება
სოციალური ღია სტუდია - მართვის მოწმობის გაცემა გამარტივებული წესით აღარ მოხდება

თბილისი საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის შალვა ობგაიძის განცხადებით გამარტივებული წესით მართვის მოწმობის გაცემა აღარ მოხდება.

მისი თქმით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნულ კონცეფციაში ეს და კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე შედის, რითაც ჩვენს ქუჩებში და გზებზე მოძრაობა ბევრად უსაფრთხო გახდება.

„ჩვენი ამოცანა ის კი არ უნდა იყოს, რომ ავარიების დროს გარდაცვალებათა რაოდენობა შევამციროთ, არამედ ის, რომ ასეთი მძიმე შედეგით არ დასრულდეს არც ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა“ – განაცხადა ობგაიძემ.

გადაცემის სტუმარი: შალვა ობგაიძე – საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: