სოციალური ღია სტუდია - კვების პროდუქტებთან დაკავშირებული პლასტმასის ნაკეთობების აკრძალვა I 08.04.2026
მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო და ახლა უკვე 1 აპრილიდან გაფართოვდა იმ პლასტმასის ნაკეთობების ჩამონათვალი, რომლებსაც შეხება აქვს კვების პროდუქტებთან და რომლებიც უნდა ამოიღონ სავაჭრო და კვების ობიექტებიდან. ეს პროცესი ეტაპობრივად ხორციელდება და ბიზნესსექტორთან აქტიური კონსულტაციების შედეგად, საქრთველოს ხელისუფლებამ დაუშვა, რომ პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოება 2031 წლის 1 თებერვლამდე იყოს ნებადართული, – განაცხადა გადაცემის სტუმარმა.
სტუმარი: მედეა ჩაჩხიანი – საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
