სოციალური ღია სტუდია - კოვიდრეგულაციების შემსუბუქება
სოციალური ღია სტუდია - კოვიდრეგულაციების შემსუბუქება

კოვიდრეგულაციების შემსუბუქება არ ნიშნავს, რომ პანდემია დასრულდა და უსაფრთხოების წესები არ უნდა დავიცვათ – აცხადებს იმუნიზაციის გექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე.

მისი თქმით, ვაქცინაციაც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, რადგან ყველაზე გარანტირებული დაცვა სწორედ ვაქცინაციაა.

სტუმარმა გულისტკივილით აღნიშნა, რომ თითქმის 3 მილიონამდე აცრილთა შორის მხოლოდ 240 ათასმა გაიკეთა მესამე – ბუსტერ დოზა და ეს მაშინ, როცა, ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, განსაკუთრებული რისკების მქონე ასაკოვანმა ადამიანებმა მეოთხე აცრაც ჩაიტარონ.

სტუმარი: ივანე ჩხაიძე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, იმუნიზაციის გექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: