სოციალური ღია სტუდია - ჯანდაცვის და სოციალური პროგრამები, რომლებსაც თბილისის მერია ახორციელებს
სოციალური ღია სტუდია - ჯანდაცვის და სოციალური პროგრამები, რომლებსაც თბილისის მერია ახორციელებს

2025 წელს თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური 30 პროგრამას უწევს ადმინისტრირებას – განაცხადა თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა.

„მათ შორის ბევრი ისეთი პროგრამაა, რომლებიც უკვე წლებია წარმატებით ხორციელდება და გვაქვს სიახლეებიც. განსაკუთღებულ ყურადღებას ვუთმობთ ონკომიმართულებას. ეროვნული სკრინინგ ცენტრის ოთხი ფილიალი ფუნქციონირებს დედაქალაქში და დაავადებათა სკრინინგის მომსახურება უფასოა. ძუძუს კიბოს მკურნალობა ყველა სტადიაზე ასევე სრულიად უფასოა. ვაფინანსებთ ძვლის ტვინის და ღვიძლის ტრანსპლანტაციას. მერიის ვებგვერდზე შესაძლებელია ყველა სიახლის გაცნობა და საჭიროების შემთხვევაში თბილისელებს საშუალება აქვთ როგორც ჯანდაცვის, ასევე სოციალური მიმართულებით საჭირო პროგრამაში ჩაერთონ“, – განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.

სტუმარი: გელა ჩივიაშვილი – თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: