სოციალური ღია სტუდია - ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების ახალი პროგრამები
ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის მიზნით ძალიან კარგ სიახლეს სთავაზობს მერია თბილისელებს – ქალბატონებს მერიიდან უკავშირედებიან და უფასო სკრინინზე იწვევენ.
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის განცხადებით, ეს სიახლე დიდი მოწონებით სარგებლობს, რადგან მოუცლელობის, თუ სხვა მიზეზების გამო ადამიანები დროულად ვერ გეგმავენ სკრინინგის ჩატარებას, მერიის ეს პროგრამა კი, მათ საშუალებას აძლევს დროულად ჩაიტარონ სკრინინგი, რაც დაავადების ადრეული გამოვლინებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩივიაშვილის თქმით, ბევრი სიახლეა სოციალური მიმართულებითაც.
სტუმარი: გელა ჩივიაშვილი, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
