სოციალური ღია სტუდია - იწყება პირველადი ჯანდაცვის რეფორმა I 21.05.2025
პირველადი ჯანდაცვის რეფორმა საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას მოუტანს სიკეთეს – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ლელა სულაბერიძემ. მხოლოდ კერძო დაზღვევით მოსარგებლეები ვერ ჩაერთვებიან ამ პროგრამაში.
სტუმრის ინფორმაციით პირველადი ჯანდაცვის საპილოტე პროგრამაში ჩართული იქნება ექვსი სამედიცინო დაწესებულება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. ამ დაწესებულებებიდან სამი სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულება იქნება, სამიც კერძო.
სულაბერიძის თქმით, რეფორმა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე იქნება დაფუძნებული და მისი განხორციელებით საქართველოს მოსახლების სამედიცინო მომსახურება უმაღლეს სტანდარტებს დააკმაყოფილებს.
სტუმარი: ლელა სულაბერიძე – ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
