სოციალური ღია სტუდია - იანვრიდან საკვებთან შეხებაში მყოფი პლასტმასის ნაკეთობების გამოყენება აიკრძალება I 03.12.2025
სოციალური ღია სტუდია - იანვრიდან საკვებთან შეხებაში მყოფი პლასტმასის ნაკეთობების გამოყენება აიკრძალება I 03.12.2025

„ჩამონათვალი საკმაოდ დიდია პლასტმასისგან დამზადებული საგნებისა, რომელთა გამოყენება დამდეგი წლის იანვრიდან აიკრძალება. ესაა კვების პროდუქტებთა შეხებაში მყოფი ერთჯერადი თეფშები, კოვზები, ჩანგლები, კონტეინერები. უპირველეს ყოვლისა, ეს გამოწვეულია მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვით, რადგან, როგორც კვლევებმა დაადასტურა, ადამიანის ორგანიზმში კვების პროდუქტებიდან შეღწეული პლასტმასის ნაწილაკები ტვინშიაც კი აღმოაჩინეს. იმ სავაჭრო ობიექტებს, სადაც ერთჯერადი პლასტმასის ნაკეთობები გამოიყენება, ჩანაცვლებისთვის სამი თვის ვადა აქვთ მიცემული“, – განაცხადა გადაცემის სტუმარმა.

სტუმარი: მარიამ ჩაჩუა – ექსპერტი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: