სოციალური ღია სტუდია - გრიპის სეზონის პიკი I 21.01.2026
სოციალური ღია სტუდია - გრიპის სეზონის პიკი I 21.01.2026

როგორც გადაცემის სტუმარმა განაცხადა, გრიპის ვირუსის პიკს მედიკოსები იანვრის შუა რიცხვებში ელოდებოდნენ, თუმცა თვის ბოლოსკენ უფრო მეტი შემთხვევის მოლოდინია.

საქმე ისაა, რომ საქართველოს მოქალაქეები გრიპის სეზონის დაწყებამდე წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად უფრო აქტიურები იყვნენ და გაიკეთეს ვაქცინა. სწორედ ვაქცინაა ის ერთადერთი საშუალება, რაც გრიპის ვირუსისგან გვიცავს და თუ ადამიანი მაინც დაინფიცირდება, ძალიან მსუბუქად გადაიტანს გრიპს, ყოველგვარი გართულებების გარეშე.

სტუმარი: ივანე ჩხაიძე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მ.იაშვილის სახელობის ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: