სოციალური ღია სტუდია - ფიზიკური პირებისთვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა იგეგმება I 17.04.2024
სოციალური ღია სტუდია - ფიზიკური პირებისთვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა იგეგმება I 17.04.2024

დავალიანება, რომლის ჩამოწერაც იგეგმება, თითქმის 600 მილიონი ლარია, მაგრამ ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება.

„საქმე ისაა, რომ 2021 წლის პირველ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ჩამოაწერეს ფიზიკურ პირებს. დავალიანება ხომ ობიექტური მიზეზის გამო დაგროვდა – კოვიდის პანდემიის პერიოდში“, – განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ცუცქირიძემ.

ამ დავალიანების ჩამოწერა ქვეყნის ბიუჯეტს არ დააზარალებს იმის გამო, რომ დავალიანებისგან გათავისუფლებულ მცირე მეწარმეებს, ინდმეწარმეებს საშუალება მიეცემათ კვლავ გააგრძელონ სამეწარმეო საქმიანობა და განაახლონ ბიუჯეტში თანხების შეტანა.

სტუმარი: გიორგი ცუცქირიძე – პროფესორი, ეკონომიკის ექსპერტი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: