სოციალური ღია სტუდია - დედაქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოები I 14.02.2024
სოციალური ღია სტუდია - დედაქალაქის კეთილმოწყობის სამუშაოები I 14.02.2024

„როგორც ვაკეში გამწვანდა, გალამაზდა ჭავჭავაძის გამზირი, ასე გამწვანდება და გალამაზდება ამ დღეებში წერეთლის გამზირიც“, – განაცხადა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მწვანე ლანდშაფტების დაგეგმარების განყოფილების უფროსმა ლექსო უტიაშვილმა.

მისი ინფორმაციით თბილისს ბოლო წლებში ბევრი ახალი სკვერი და პარკი შეემატა.

ამ ზაფხულს დასრულდება ყველაზე დიდი პროექტი „თემქის ხევის“ პროექტი და დედაქალაქის ამ უბანში მცხოვრებლები მიიღებენ 25 ჰექტარზე გადაშლილ ულამაზეს რეკრიაციულ ტერიტორიას საფეხმავლო ხიდებით, ბილიკებით და სპორტული მოედნებით.

სტუმარი: ლექსო უტიაშვილი – თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მწვანე ლანდშაფტების დაგეგმარების განყოფილების უფროსი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: