სოციალური ღია სტუდია - დაიწყო ახალი ბიომეტრიული პასპორტების გაცემა I 08.10.2025
6 ოქტომბრიდან განახლებული დიზაინის ბიომეტრიული პასპორტების გაცემა დაიწყო.
როგორც გადაცემის სტუმარმა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თამთა ფეტვიაშვილმა განაცხადა, ახალი პასპორტი ყველა საერთაშორისო მოთხოვნას და სტანდარტს აკმაყოფილებს.
„ძველზე უფრო მეტად არის დაცული, დიზაინიც შეცვლილი და დახვეწილია. აქ საქართველოს ყველა კუთხეა წარმოდგენილი. იმის მიუხედავად, რომ ახალი პასპორტი ბევრად მაღალი ხარისხისაა, ჩვენ შევძელით, მისი საფასური არ გაძვირებულიყო. განცხადების შემოტანიდან ათ დღეში საქართველოს მოქალაქე მიიღებს ახალ ბიომეტრიულ პასპორტს და 150 ლარს გადაიხდის, იმდენს, რამდენსაც ძველი პასპორტის აღებისას იხდიდა. ისევ ძალაშია დაჩქარებული წესით პასპორტის დამზადების სერვისი და უნდა გითხრათ, რომ ამ დღეებში რამდენიმე ახალი პასპორტის გაცემა უკვე მოხდა“, – განაცხადა თამთა ფეტვიაშვილმა.
სტუმარი: თამთა ფეტვიაშვილი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
