გადაცემაში სტუმრებმა აღნიშნეს, რომ შშმ პირთა არტფესტივალი დიდი წარმატებით ჩატარდა და ბევრი საინტერესო ნამუშევარი იყო წარმოდგენილი: ლექსები, სიმღერები, ქორეოგრაფიული კომპოზიციები.
მაყურებელთა მოწონება დაიმსახურა შშმ რეჟისორის გადაღებულმა მცირემეტრაჟიანმა ფილმებმა, რომლებშიც შშმ პირთა საზოგადოებაში სრული ინტეგრაციის გზებზეა საუბარი.
გადაცემის მსვლელობისას ამ ფილმებით დაინტერესდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაგვერთო და სტუმრებს დაჰპირდა, რომ მიკროფილმებს ტელევიზიით აჩვენებს.
სტუმრები: თინათინ ბეკოშვილი – არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიაპოზიტივის“ დამფუძნებელი და დირექტორი;
მარიკა ბარბაქაძე – ამავე ორგანიზაციის დამფუძნებელი და დისკრიპტორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
