სოციალური ღია სტუდია - არასაყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის ახალი სერვისი I 19.0.3.2025
სოციალური ღია სტუდია - არასაყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის ახალი სერვისი I 19.0.3.2025

„თბილსერვის ჯგუფმა“ შექმნა ვებგვერდი, რომლის მეშვეობითაც თბილისელებს საშუალება ეძლევათ არასაყოფაცხოვრებო ნარჩენები ოპერატიულად და ხელმისაწვდომ ფასად გაიტანონ სახლიდან.

„ვებგვერდის შექმნის პირველივე დღეს ასზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა ამ სიკეთით. ახლა უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს ბინის რემონტის შემდეგ ნარჩენების, ან ძველი ავეჯის გატანა. „თბილსერვისჯგუფის“ თანამშრომლები 72 საათის განმავლობაში მოგაკითხავენ და სპეცმანქანებით გაიტანენ არასაყოფაცხოვრებო ნარჩენებს“, – განაცხადა „თბილსერვისჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ.

სტუმარი: გიორგი პაპავა – „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: