„1953 წელს ნიუ-იორკში, Montess Galery-ში, უცხო წარმომავლობისა და უცნობი გვარის ახალგაზრდა კაცმა სვიმონ (პეტრე) დადიანმა, რომელიც აფიშაზე ამერიკელ მხატვრად იყო სახელდებული, გამორჩეული ყურადღება და საგანგებო პრიზი დაიმსახურა…“ – ფრაგმენტი ფილმიდან „სიმონიკა დადიანის დაბრუნება.“
30 მარტს, 19 საათზე, მეექვსე საავტორო სკოლაში შედგება ფილმის ჩვენება სახელწოდებით „სიმონიკა დადიანის დაბრუნება.“ ჩვენება საქველმოქმედო მიზნით, 17 წლის ავთო კიკნაველიძის დასახმარებლად შედგება.
სტუმრები: ნინო ხოფერია – კინოდოკუმენტალისტი, ჟურნალისტი, თიკო შარვაშიძე – საღამოს ორგანიზატორი, ჟაკლინ სირაძე – მწერალი.
სატელეფონო ჩართვა: თათული ღვინიაშვილი – სიმონიკა დადიანის შთამომავალი.