1) ელენე ბილიხოძის რუბრიკა „ესტაფეტა“ – სპორტული ამბების მიმოხილვა
2) ფილმის „ვადაგასული საქმე“ პრემიერა
ელენე ასათიანისა და სოსო დუმბაძის ფილმი „ვადაგასული საქმე“ აწყობილია მთლიანად საარქივო კადრებზე – ვიდეომასალებზე, რომლებიც 90-იანი წლების დასაწყისში სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა გადაიღეს.
ფილმი ასახავს ე.წ. თბილისის ომს – 1991 წლის ბოლოს დაწყებულ შეიარაღებულ დაპირისპირებას, რომელიც ორი კვირის განმავლობაში ანადგურებდა დედაქალაქს.
კამერა იმ დროს უკვე იდგა წინ – აფიქსირებდა როგორც საბრძოლო მოქმედებებს, ისე დანაშაულს, განადგურებას და იმედგაცრუებას.
ფილმში წარმოდგენილია სამთავრობო, ოპოზიციური და საერთაშორისო მედიის ხედვები. ის გვიჩვენებს, როგორ განსხვავდება ერთსა და იმავე მოვლენაზე გადაღებული კადრი იმის მიხედვით, ვის ხელშია კამერა.
სტუმრები: ელენე ასათიანი – რეჟისორი; სოსო დუმბაძე – რეჟისორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
