შტრიხ-კოდი - ტყვია ქართულ სუნელებში - ერთი წლის შემდე
შტრიხ-კოდი - ტყვია ქართულ სუნელებში - ერთი წლის შემდე

წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადება გახმაურდა, რომელიც ემიგრანტებს ქართულ სუნელებში ტყვიის მაღალ შემცველობაზე აფრთხილებდა. ძალაშია თუ არა ძველი გაფრთხილება? რამდენად აკონტროლებს სიტუაციას ადგილზე საქართველოს მთავრობა და რა შედეგები აქვს ადგილობრივ ლაბორატორიებს?
სტუმარი:  ვახტანგ კობალაძე – “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელი

“გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა დიდი პროგრესი არ შეიმჩნევა დაუფასოებელ სუნელებში ტყვიის შემცველობის შემცირებასთან დაკავშირებით ; თუმცა სუნელები არ არის ერთადერთი წყარო, რაც სისხლში ტყვიის შემცველობის მომატებას იწვევს. ადამიანის ორგანიზმში მომატებული ტყვიის ერთ-ერთი ძირითადი წყარო არის საქონლის ხორცი”

“საბავშვო სათამაშოებთან დაკავშირებით უსაფრთხოების ევროდირექტივის მიღება საქართველოში 2019 წლიდან იგეგმება. თუმცა მისი ამოქმედების ვადა ჯერჯერობით უცნობია. დღეს ქვეყანაში სათამაშოები არ მოწმდება” –ვახტანგ კობალაძე