შტრიხ-კოდი - ქვეწარმავლებთან, მავნე მწერებთან და პარაზიტებთან ბრძოლის საშუალებები / სეზონურ დაავადებებთან დაკავშირებული რეკომენდაციები
შტრიხ-კოდი - ქვეწარმავლებთან, მავნე მწერებთან და პარაზიტებთან ბრძოლის საშუალებები / სეზონურ დაავადებებთან დაკავშირებული რეკომენდაციები
 
“მაისში 140, ხოლო ივნისში 80 ქვეწარმავალია დაჭერილი, სტატისტიკა არ არის საგანგაშო და არ აჭარბებს გასული წლების მონაცემებს. შხამიანი გველის დაკბენის შემთხვევაში აუცილებელია შესაბამისი მკურნალობა. შხამიანი გველის ნაკბენის შემდეგ სხეულზე ორი ნაჩხვლტი რჩება და ნაკბენის მიდამოსა და მის გასწვრვ ძლიერი ტკივილი შეიგრძნობა თუ გველი არ არის შხამინაი, მისი ნაკბენი არ არის საშიში და არ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას, გველის დაკბენის შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების და ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები.” – განაცხადა შოთა ზანდუკელმა
“ლეიშმანიოზის გადამტანები არიან მოსკიტები – მცირე ზომის, მილიმეტრიანი პარაზიტები, დაავადება საკმაოდ მძიმეა და დროულ ჩარევას საჭიროებს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ლეტალური შედეგი დადგეს. მოსკიტების ნაკნების თავიდან ასაცილებლად ბავშვები შებინდებისას გარეთ გაყვანას მოვარიდოთ და  საცხოვრებელი სახლების ფანჯრებზე სპეციალური ბადეები დავამონტაჟოთ, საშიშია ტკიპის ნაკბენიც, რაც ბორელიოზის დაავადებას იწვევს, საგანგებო რეაგირება სჭირდება მასაც.  ნაკბენი, პირველ რიგში, ზეთით უნდა დავიმუშავოთ, გავიჩეროთ ნახევარ საათამდე და შემდეგ ბამბით ან ტომპონით ფრთხილად მოვიშოროთ ისე, რომ არ ჩარჩეს ხორთუმი თუ ამას ვერ შევძლებთ, მივმართოთ ქირურგს.” – განაცხადა ინგა საღლიანიმ

სტუმარი: ინგა საღლიანი – ექიმი-პარაზიტოლოგი

სატელეფონო ჩართვა: შოთა ზანდუკელი – ჰერპეტოლოგი