შტრიხ-კოდი – პროდუქტების სწორად შერჩევა, მომზადება და შენახვა
სტუმრები: ნანა მენაღარიშვილი – ბიოლოგიის დოქტორი, ნუტრიციოლოგი; ნელი სპანდერაშვილი – კვების ტექნოლოგი
“ჩირი ზამთრისთვის გამორჩეულად საღი ხილისგან უნდა მოვამზადოთ; ჩირის სახით შენახული ხილი დიდი რაოდენობით მიკროელემენტს შეიცავს, რაც სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის” –ნანა მენაღარიშვილი
“ზამთრისთვის დამზადებულ კონსერვები 15 წუთის განმავლობაში დუღილის შემდეგ ბოტულიზმის ჩხირები კვდება და აბსოლუტურად უსაფრთხო ხდება; ამდენად რეკომენდირებულია მხოლოდ იმ პროდუქტების დაკონსერვება, რომლის წამოდუღებაცაა შესაძლებელი” – ნანა მენაღარიშვილი
“დაკონსერვებული ქილა შეიძლება კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას , რომ მასში მოთავსებული პროდუქტი უსაფრთხოა და არ შეიცავს ბოტულიზმის ჩხირებს; ბოტულიზმის პირველი ნიშანია მხედველობის გაორება, რა შემთვევაშიც დაუყოვნებლივ ექიმს უნდა მივმართოთ” – ნელი სპანდერაშვილი
“საღი პროდუქტისგან წესების ზუსტი დაცვით მომზადებისას კონსერვებებში ასპირინის დამატება საჭირო არ არის” – ნელი სპანდერაშვილი
“კონსერვების მომზადებისას ალუმინის ჭურჭლის გამოყენება რეკომენდირებული არ არის . ალუმინი ალცჰაიმერის დაავადების გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია; ალუმინის ჭურჭლის გახეხვის შემდეგ, მის გამოყენებას მინიმუმ ერთი დღით მოვერიდოთ . მომზადებული საკვები კი მაშინვე ემალის ჭურჭელში გადავიტანოთ”- ნანა მენაღარიშვილი