#შტრიხ-კოდი -  “ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა“
#შტრიხ-კოდი - “ჰიგიენა და სურსათის უვნებლობა“

სტუმარი: მარინა გიორგობიანი  – ექიმი–ჰიგიენისტი, ეპიდემიოლოგი, ტოქსიკოლოგი,თსსუ-ის პროფესორი

“მალფუჭებადი საკვები პროდუქტების შენახვის და ტრანსპორტირების წესების დაცვა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე პროდუქტის დამზადებისას ტექნოლოგიური პროცესების და ჰიგიენური ნორმების დაცვა; ეს განსაკუთრებით აქტუალურია გარე ვაჭრობისას, რაც საქართველოში რეგულირების გარეშეა დარჩენილი; სურსათის უვნებლობის სამსახური ძალიან ეფექტურად მუშაობს, თუმცა გარე ვაჭრობის მოსაწესრიგებლად სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის ამოქმედებაა აუცილებელი”.

“საჯარო სკოლებში მოსაწესრიგებელია სველი წერტილები , რაც ბევრი დაავადების გავრცელების წყარო შეიძლება გახდეს”.

“შხამ-ქიმიკატების გამოყენების გარეშე მოსავლის მხოლოდ 20 პროცენტს მივიღებთ , რაც , იმ დროს, როცა დედამიწის მოსახლეობის 60 პროცენტი შიმშილობს, კატასტრიფული შედეგის მომტანი იქნება; ამდენად, საკვები პროდუქტების მოყვანისას სასუქების გამოყენება აუცილებელია, თუმცა ტექნოლოგიური წესების მკაცრი დაცვით”.