საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვა 2018 წლის 1-ელი მაისიდან ამოქმედდება
საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევის აკრძალვა 2018 წლის 1-ელი მაისიდან ამოქმედდება

სად იკრძალება თამბაქოს მოწევა, რომელი ადგილებია გამონაკლისი შემთხვევები და როგორი იქნება საჯარიმო სანქციები წესების დარღვევის გამო?
სტუმარი: გიორგი ბახტურიძე – „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარე, ასოცირებული პროფესორი.

1 მაისიდან საქართველოში ყველა დახურული ტიპის შენობა -ნაგებობებში მოწევა იკრძალება. 2020 წლამდე თამბაქოს მოხმარება მწეველებს სასტუმროების ნომრების მხოლოდ 20 პროცენტში შეეძლებათ. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოსაწევ სივრცეებს გამონაკლისის სახით თავად დაწესებულებების ხელმძღვანელი შეარჩევს. მწეველებს საგანგებოდ გამოუყოფენ ფართებს ფსიქიატრიულ და პალიატიური მზრუნველობის დაწესებულებებში; 1 მაისიდან კანონით ელექტრონული სიგარეტის და ჩილიმის მოწევაც იკრძალება . თამბაქოს მოხმარება დაშვებული იქნება სამორინეებსა და სიგარბარებში, – განაცხადა გადაცემის  სტუმარმა.

პარკებსა და სკვერებში მოწევა მხოლოდ ბავშვთა გასართობ ღია მოედნებსა და არასრულწლოვანთა თავშეყის ღია თუ დახურულ სივრეებში იკრძალება . სტადიონებზე თამბაქო მოხმარება 2020 წლიდან შეიზღუდება.
მოწერვა იკრძალება შენობების სადარბაზოებსა და ლიფტებშიც;
მოწევა დაშვებული იქნება შენობების ღია აივნებზე.