„საქართველოს ეროვნული მუზეუმის უცნობი კოლექციები – ინდოეთი, ჩინეთი,და იაპონია”
საქართველოს ეროვნული მუზეუმი გამოფენაზე „საქართველოს ეროვნული მუზეუმის უცნობი კოლექციები – ინდოეთი, ჩინეთი,და იაპონია” გიმასპინძლებთ . საგამოფენოდ შერჩეული ჩინური, იაპონური და ინდური არტეფაქტები, ეროვნული მუზეუმის აღმოსავლური კოლექციების შედევრები, რომელთა დიდი ნაწილი პირველად იქნება წარმოდგენილი ფართო აუდიტორიის წინაშე, დამთვალიერებლისთვის ერთგვარი გზამკვლევიც იქნება შორეული და საოცარი სამყაროს უკეთ შეცნობისათვის.
სიუჟეტის რესპონდენტი: ნათია დემურიშვილი – საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, გამოფენის კურატორი.