#სახლისკენ - ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია
#სახლისკენ - ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 2012 წლის ბოლოს დაიწყო ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა. ეს არის პირველი სახელმწიფო პროგრამა ყოფილ პატიმართა დასახმარებლად. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად და განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ყოფილ პატიმართა ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერას განაგრძობს. 2019 წელს 34 ახალი მცირე ბიზნეს იდეა დაფინანსდა, მთლიანობაში კი დაფინანსებული ბიზნეს იდეების ოდენობა 142-ია. აღნიშნულ თემაზე გადაცემაში “სახლისკენ” იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორმა ლადო ჯავახიშვილმა ისაუბრა.