#სახლისკენ - წიგნი 1917-1921 წწ-ს საქართველოს თვითმმართველობის რეფორმასა და მუნიციპალურ პოლიტიკაზე
#სახლისკენ - წიგნი 1917-1921 წწ-ს საქართველოს თვითმმართველობის რეფორმასა და მუნიციპალურ პოლიტიკაზე

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ შედგენილი წიგნი „ქალაქი“ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის საგამომცემლო სერიის მესამე წიგნია. ის მოგვითხრობს საქალაქო თვითმმართველობის რეფორმასა და მუნიციპალური პოლიტიკაზე საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1917-1921 წწ-ში. და აჩვენებს იმ უმძიმეს გამოწვევებს, რაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებისას ჰქონდა საქალაქო თვითმმართველობებს და რამდენად გაბედული რეფორმების დანერგვითა და განუწყვეტელი შრომით მიაღწიეს რესპუბლიკის ქალაქებმა პრაქტიკაში ეჩვენებინათ დემოკრატიული საქალაქო თვითმმართველობის იდეის სიცოცხლისუნარიანობა და წარმატება. წიგნი „ქალაქი. საქალაქო თვითმმართველობის რეფორმა და მუნიციპალური პოლიტიკა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში“ 1917-1921 გამოცემულია „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მიერ, ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით. წიგნის პრეზენტაცია თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გაიმართება 24 მაისს, 17:00 საათზე.

სატელეფონო ჩართვა – ირაკლი ხვადაგიანი, ისტორიკოსი, პირველი რესპუბლიკის მკვლევარი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის გამგეობის წევრი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

დატოვე კომენტარი