#სახლისკენ - ვუდი ალენი - რეჟისორი,რომელმაც საკუთარი ხელწერა შექმნა
#სახლისკენ - ვუდი ალენი - რეჟისორი,რომელმაც საკუთარი ხელწერა შექმნა

1 დეკემბერს ამერიკელი რეჟისორის – ვუდი ალენის დაბადების დღეა.

მართალია, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კინემატოგრაფიის ფაკულტეტი ვერ დაამთავრა (გარიცხეს), მაგრამ მისმა სარკაზმმა და მწარე ენამ, ასევე – წერის უნარმა მაშინვე მიიპყრო ყურადღება და მალე ნიუ-იორკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუსთვის იუმორისტული სცენარების წერა დაიწყო.

ვუდი ალენი ფილმებს (რომელთა რეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი და ხშირ შემთხვევაში, მთავარი როლის შემსრულებელიც კი თავადაა) 1966 წლიდან იღებს. აქვს ორიგინალური, გამორჩეული სტილი და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხელწერა.

სტუმარი: გიორგი რაზმაძე, კინომცოდნე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: