#სახლისკენ - ვირტუალური მეგზური რეალურ გარემოში
#სახლისკენ - ვირტუალური მეგზური რეალურ გარემოში
  •  FM ნავიგატორი – რა უპირატესობა აქვს ატმოსფეროში ნახშირორჟანგის ემისიის შემცირების თვალსაზრისით განახლებად ენერგიებზე დაფუძნებულ ტექნოლოგიებს ბირთვულთან შედარებით? რა ახალი რეგულაციების შემოღებას აპირებს ფეისბუქი იმ მომხმარებლებისთვის, ვინც ჰოლოკოსტის უარყოფის შემცველი შინაარსის მასალას გამოაქვეყნებს და რა გახდა ამის მიზეზი? ვინ იქნება 21-ე საუკუნის კლეოპატრა ფილმში, რომელიც რეჟისორ პეტი ჯენკინსის და სცენარისტ ლეტა კალოგრიდისის ერთობლივი ნამუშევარი იქნება და რა გამოხმაურება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ კლეოპატრას როლის შემსრულებელი ებრაული წარმოშობისაა;
  •  აღმოაჩინე თავიდან, ანუ რაც არ გინახავს საქართველოში, მაგრამ აუცილებლად უნდა ნახო, ვიდრე საზღვარგარეთ წახვალ. სამშაბათობით, სახლისკენ მიმავალ გზაზე გადაცემა გაგიწევთ მეგზურობას ჩვენი ქვეყნის ნაკლებად ცნობილ ადგილებში, სადაც პოპულარულ ტურისტულ ობიექტებზე არანაკლებ საინტერესო ისტორიული, კულტურული, არქიტექტურული, ან სულაც ბუნების ძეგლის სტატუსის მქონე სანახაობას აღმოაჩენთ… თუნდაც ისეთს, როგორიც საირმის კლდოვანი მასივი, ან საქართველო-თურქეთის საზღვარზე არსებული უძველესი ჯაყისმანის მამათა მონასტერი, რომლებზეც გადაცემის სტუმარი გიამბობთ;
  •  როცა შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს გარემო ჯერ კიდევ უშლის ხელს საზოგადოებასთან სრულფასოვან ინტეგრაციაში და იზოლაციაში აქცევს მათ, აპლიკაციას, რომლის დახმარებითაც შშმ პირები და მათი თანმხლები ადამიანები შეძლებენ ინფორმაციის მიღებას, რამდენად ადაპტირებულია მათ საჭიროებასთან ესა თუ ის დაწესებულება, მათთვის მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეუძლია. სწორედ ამიტომ მოხვდა Impact Hub Tbilisi-ს მიერ ორგანიზებული კონკურსის გამარგვებულებს შორის სტუდენტური პროექტი, რომელიც შშმ პირებისთვის ვირტუალურ მეგზურობას ისახავს მიზნად;
  •  მუსიკალური კალენდარი – დიდებული აგენტი 007-სა მისი ფათერაკებიანი თავგადასავლების შესახებ 1964 წლიდან დღემდე გადაღებული 25 მხატვრული ფილმის პოპულარობას მძაფრ ზიუჟეტთან, ჩახლართულ ინტრიგებთან, მონაწილე მსახიობების ოსტატობასთან, სპეცეფექტებთან და წარმოუდგენელ ტრიუკებთან ერთად თითოეულ ფილმში აჟღერებული ორიგინალური მუსიკალური თემაც განაპირობებს. ბონდიანასთვის შექმნილი 10 საუკეთესო კომპოზიცია;
  •  აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონის პერიპეტიებს გაეცანით თორნიკე ბერიშვილთან ერთად.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: