#სახლისკენ - „უცნობი მეგობარი“ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ოჯახების დასახმარებლად
#სახლისკენ - „უცნობი მეგობარი“ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ოჯახების დასახმარებლად

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ანი ამინაშვილმა გორში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად საქველმოქმედო ორგანიზაცია „უცნობი მეგობარი“ შექმნა.

ეს საოცარი, გულისხმიერი გოგონა ხშირად ჩადის გორში და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ადამიანებს საკვებით, წამლებით და ტანსაცმლით ეხმარება.

რაც უფრო მეტი ადამიანი და ორგანიზაცია ჩაებმება ამ პროცესში მორალური თუ ფინანსური მხარდაჭერით, მით უკეთ გაიაზრებს საზოგადოება საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სატკივარს თუ პრობლემებს.

სტუმარი: ანი ამინაშვილი – თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: