#სახლისკენ - თსუ-ში ირანისტიკის კათედრის დაარსებიდან 80 წელი გავიდა
#სახლისკენ - თსუ-ში ირანისტიკის კათედრის დაარსებიდან 80 წელი გავიდა

თსუ-ში ირანისტიკის კათედრის დაარსებიდან 80 წელი გავიდა. ეს საიუბილეო თარიღი კათედრამ აღნიშნა ფოტო-დოკუმენტური და მემორიალური გამოფენით, რომელიც 8 თებერვლამდე გასტანს. კიდევ ერთი გამოფენა მიეძღვნება ირანისტიკის სფეროში მოღვაწე მეცნიერების მრგვალ საიუბილეო თარიღებს – დაბადებიდან 145 წელი შეუსრულდა კათედრის დამაარსებელს, პროფესორ იუსტინე აბულაძეს, 100 წელი – კონსტანტინე ფაღავას, 90 წელი კი – ალექსანდრე გვახარიას. გადაცემის სტუმრებმა – თსუ-ს ირანისტიკის კათედრის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა თეა შურღაიამ და და თსუ-ს მუზეუმის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა, ისტორიის დოქტორმა ალექსანდრე მარუაშვილმა თსუ-ში სპარსული ენის სწავლებისა და ირანისტიკის კათედრის ისტორიის შესახებ ისაუბრეს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: