#სახლისკენ - ტრენინგი ჟურნალისტების უსაფრთხოებისთვის
#სახლისკენ - ტრენინგი ჟურნალისტების უსაფრთხოებისთვის

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საქართველოს სხვადასხვა მედიაპლათფორმების ჟურნალისტების, ოპერატორებისა და ფოტორეპორტიორებისათვის უსაფრთხოების ტრენინგებს ატარებს; ტრენინგი გაიმართება 19 და 20 სექტემბერს თბილისში, ხოლო 21 სექტემბერს თეთრიწყაროში. 3 დღიანი ტრენინგ-კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას. მონაწილეები ინფორმაციას მიიღებენ ინფორმაციას რისკების შეფასებისა და მართვის, დემონსტრაციების უსაფრთხოდ გაშუქების, პირველადი გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის და ციფრული უსაფრთხოების შესახებ. ასევე, კურსი მოიცავს სიმულაციურ თამაშებს მტრულ გარემოში მუშაობის იმიტაციით და ა.შ.

სტუმარი – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ გოგოსაშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: