#სახლისკენ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოცემა Times Higher Education (THE) მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგში მოხვდა
#სახლისკენ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოცემა Times Higher Education (THE) მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგში მოხვდა

გამოცემა Times Higher Education (THE) მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების მე-16 ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს, რეიტინგში 25 სხვადასხვა ქვეყნიდან ერთი უნივერსიტეტი მაინც არის, რომელიც ტოპ 200-ეულში მოხვდა. სულ რეიტინგში 86 ქვეყანა და 1 250-ზე მეტი უნივერსიტეტია. აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ რეიტინგში მოხვდა და 1001+ ადგილს იკავებს. გასულ წელს რეიტინგში საქართველოს ვერცერთი უნივერსიტეტი ვერ მოხვდა.

სტუმარი: ირმა გრძელიძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი.