#სახლისკენ - თბილისის დამცველთა ხსოვნის მარში 2022
#სახლისკენ - თბილისის დამცველთა ხსოვნის მარში 2022

თბილისის დამცველთა ხსოვნის მარში შარშან, რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის 100 წლისთავთან დაკავშირებით სამხედრო ისტორიის მკვლევარის, დიმიტრი სილაქაძისა და ენთუზიასტების ჯგუფის ინიციატივით პირველად მოეწყო და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლებისათვის პატივის მიგებასთან ერთად თბილისის მისადგომებთან გამართული ბრძოლების ადგილების მონახულებასა და მონაწიეებისთვის ამ ბრძოლების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ისახავდა მიზნად. წლევანდელი მარში 19 თებერვალს, მზის ამოსვლისას დაიწყება კოჯრიდან სანიშნე მთაზე (სიმაღლე 1496) ასვლით და დასრულდება ლილოში. გასული წლის მარშის შთაბეჭდილებებზე, ემოციებსა და მსგავსი ღონისძიებების მოწყობის მნიშვნელობაზე საუბრობს.

სტუმარი – თბილისის დამცველთა ხსოვნის მარშის მონაწილე, საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის (GISP) დამფუძნებელი, ისტორიკოსი დავით ბრაგვაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: